ანგელა მერკელი რუსეთის მიერ ევროპელი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილებას უსაფუძვლოს უწოდებს
ანგელა მერკელი რუსეთის მიერ ევროპელი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილებას უსაფუძვლოს უწოდებს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი რუსეთის მიერ ევროპელი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილებას უსაფუძვლოს უწოდებს, – იუწყება „დოიჩე ველე“.

გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, რუსეთის გადაწყვეტილება არის კანონის უზენაესობის პრინციპებიდან გასვლის კიდევ ერთი გამოვლინება, რომელიც ამჟამად რუსეთში ხდება.

ანგელა მერკელის თქმით, გერმანია მზადაა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გასაგრძელებლად, მაგრამ დიპლომატიური მოვალეობაა, რომ ევროპის უზარმაზარ აღმოსავლელ მეზობელთან კომუნიკაციის არხები ღია დარჩეს.

პარალელურად, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი ამბობს, რომ ევროპელი დიპლომატების გაძევებას გერმანია უპასუხოდ არ დატოვებს.

რუსეთმა სამი ევროპელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა.