ანგელა მერკელი - რუსეთი, როგორც ასადის პარტნიორი, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე პასუხისმგებელია
ანგელა მერკელი - რუსეთი, როგორც ასადის პარტნიორი, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე პასუხისმგებელია

გ​​​ერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ რუსეთი, როგორც სირიის მთავრობის მოკავშირე, აღმოსავლეთ ღუტაში მომხდარ ქიმიურ თავდასხმაზე პასუხისმგებელია. თუმცა მერკელმა აქვე აღნიშნამ რომ მას კვლავ აქვს სურვილი, გააგრძელოს დიალოგი ვლადიმერ პუტინთან.

„ქიმიური აირით თავდასხმასთან დაკავშირებით, რომელიც სირიაში მოხდა, უნდა ითქვას, რომ რუსეთი, როგორც ასადის პარტნიორი, ასევე პასუხისმგებელია მომხდარზე. ამავდროულად, არანაკლებ მნიშვნელოვანია, დიალოგის შენარჩუნება რუსეთთან“, – განაცხადა მერკელმა.

პრესკონფერენციაზე, რომელიც მან ახალზელანდიელ კოლეგასთან ერთად გამართა, მერკელმა აღნიშნა, რომ პუტინთან შეხვედრას უახლოეს მომავალში მოელის, თუმცა კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია.