ანგელა მერკელი - პუტინთან შეხვედრისას მკაცრად დავგმე ბელარუს-ლიეტუვის საზღვარზე გაჭირვებაში მყოფი ადამიანების გამოყენება ჰიბრიდულ იარაღად
გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებისას მან დაგმო ბელარუს-ლიეტუვის საზღვარზე ლტოლვილებთან დაკავშირებით ბელარუსის ხელისუფლების ქმედებები.
„ბელარუსის კონტექსტში, მკაცრად დავგმე გაჭირვებაში მყოფი ადამიანების გამოყენება ჰიბრიდული იარაღის სახით. საუბარი ეხება ბელარუს-ლიეტუვის საზღვარზე არსებულ ვითარებას“, – აღნიშნა მერკელმა.
ანგელა მერკელი რუსეთში იმყოფება, სადაც ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა გამართა.