გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ოსვენციმის მემორიალს მოინახულებს და დონაციის სახით პოლონეთს 60 მილიონ ევროს გადასცემს.
აღნიშნული თანხა ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორიასა და მუზეუმის კონსერვაციას მოხმარდება.
აღსანიშნავია, რომ ანგელა მერკელი აუშვიცში მისი 14-წლიანი კანცლერობის განმავლობაში პირველად ჩადის.
ოსვენციმი ნაცისტური გერმანიის მიერ აგებული ყველაზე დიდი საკონცენტრაციო ბანაკი იყო, სადაც მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში მილიონზე მეტი ადამიანი დახოცეს.