ანგელა მერკელი მოსახლეობას მოუწოდებს, შეზღუდონ კონტაქტები და საზღვარგარეთ მოგზაურობისგან თავი შეიკავონ

08:33, 23.03.2021

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ საზღვარგარეთ მოგზაურობისგან და რაც შეიძლება მინიმუმამდე დაიყვანონ კონტაქტები. ანგელა მერკელის თქმით, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა სერიოზულია.

გერმანიაში გასული დღეების განმავლობაში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა, რის გამოც ქვეყანაში წერტილოვანი კარანტინი, რომელიც 16 დეკემბრის შემდეგ მოქმედებს, კიდევ ერთხელ გახანგრძლივდა.

მერკელმა მოსახლეობას მოუწოდა, აღდგომის სადღესასწაულო დღეებში თავშეკავება გამოიჩინონ და კონტაქტები შეზღუდონ.

მსგავსი