ანგელა მერკელი - მოხარული ვარ, რომ საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულება მოქმედებს
ანგელა მერკელი - მოხარული ვარ, რომ საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულება მოქმედებს

მოხარული ვარ, რომ საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულება მოქმედებს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბრიუსელში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირისთვის აღმოსავლეთ მეზობლებთან ურთიერთობებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

„ერთი მხრივ, გვაინტერესებს მოსახლეობის მდგომარეობა და ის თუ როგორ ვითარდება დემოკრატია ამ ქვეყნებში, მეორე მხრივ, ეს ურთიერთობები პირდაპირ კავშირშია ევროკავშირის უსაფრთხოებასთან. შესაბამისად, მოხარული ვარ, რომ საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულება მოქმედებს.

ვაპირებ, შეხვედრა გავმართო პრეზიდენტ პოროშენკოსთან, სადაც უკრაინის კონფლიქტს რუსეთთან განვიხილავთ და შევეცდებით ამ კონფლიქტის მოგვარების საქმეში ცოტა წინ წავიწიოთ.

აგრეთვე, აზერბაიჯანთან და სომხეთთან შევიმუშავეთ ურთიერთობების ახალი ფორმები, რომლებიც ისეთი ძლიერი არ არის, როგორიც ასოცირების ხელშეკრულება, თუმცა ძალზედ მნიშვნელოვანია. აგრეთვე ბელარუსთან შეიძლება ვილაპარაკოთ სანქციების მოხსნასა და ამ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე.

ჩვენთვის ნათელია, რომ ამ ქვეყნებისთვის ცენტრალური ადგილი უჭირავს რუსეთთან ურთიერთობას და, შესაბამისად, მოხარული ვარ, რომ ამ სამიტის ფარგლებში უფრო მეტ ინფორმაციას მივიღებ ქვეყნებში შიდა სიტუაციაზე და ვიმედოვნებ, რომ ეს სამიტი წარმატებული იქნება“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

დატოვე კომენტარი