ანგელა მერკელი მიიჩნევს, რომ ალექსეი ნავალნის მიმართ სასამართლო განაჩენი მიუღებელია და ის უნდა გათავისუფლდეს
ანგელა მერკელი მიიჩნევს, რომ ალექსეი ნავალნის მიმართ სასამართლო განაჩენი მიუღებელია და ის უნდა გათავისუფლდეს

გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს მიაჩნია, რომ ალექსეი ნავალნის მიმართ სასამართლო განაჩენი მიუღებელია და ის უნდა გათავისუფლდეს. აღნიშნულის შესახებ მერკელმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მერკელის თქმით, ალექსი ნავალნის გარშემო ძალიან დამთრგუნველი სიტუაციაა.

„ეს ჩვენთვის მიუღებელია და მოვითხოვე ნავალნის გათავისუფლება. აღვნიშნე, რომ ჩვენ ამ საქმის მონიტორინგს გავაგრძელებთ, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

საპასუხოდ, პუტინმა აღნიშნა, რომ ნავალნი გასამართლებულია კრიმინალური დანაშაულის გამო და არა მისი პოლიტიკური საქმიანობისთვის.

„რაც შეეხება თქვენ მიერ ნახსენებ მსჯავრდებულს, იგი გასამართლებულია არა პოლიტიკური საქმიანობისთვის, არამედ სისხლის სამართლის დანაშაულისთვის“, – აღნიშნა პუტინმა.