ანგელა მერკელი „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის ინიციატივით გამოდის
ანგელა მერკელი „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის ინიციატივით გამოდის

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის ინიციატივით გამოდის. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

კანცლერი აცხადებს, რომ შემსუბუქებისკენ გადადგმული ნაბიჯები ფრთხილი უნდა იყოს. მერკელი მიიჩნევს, რომ შეზღუდვების მოხსნის პარალელურად უნდა გაიზარდოს ტესტირების მასშტაბი.

დღეს სპეციალური ჯგუფის შეხვედრა გაიმართება, სადაც შეზღუდვების შემსუბუქების გეგმაზე იმსჯელებენ, 3 მარტს კი კანცლერი და ფედერალური მიწების ხელმძღვანელები ამ გეგმაზე იმსჯელებენ.

გერმანიაში ვირუსის გავრცელების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა იკლო. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში ვირუსის 2 396 118 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 67 955 პაციენტი გარდაიცვალა.