ანგელა მერკელი – კორონავიურსის მეორე ტალღა უფრო სასტიკი იქნება

21:12, 11.11.2020
German Chancellor Angela Merkel gives a joint press conference with the Danish Prime Minister on April 12, 2018 at the Chancellery in Berlin. / AFP PHOTO / MICHELE TANTUSSI

German Chancellor Angela Merkel gives a joint press conference with the Danish Prime Minister on April 12, 2018 at the Chancellery in Berlin. / AFP PHOTO / MICHELE TANTUSSI

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის თქმით, კორონავირუსის მეორე ტალღა უფრო სასტიკი იქნება. გერმანიის მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ ვაქცინის შესახებ პოზიტიური სიახლეების მიუხედავად, ზამთარში პანდემიის საწინააღმდეგო ზომები მაინც უნდა დარჩეს ძალაში.

„ისევე როგორც ესპანური გრიპის შემთხვევაში, ჩვენ ასეც ველოდებოდით, რომ კორონავირუსის მეორე ტალღა უფრო სასტიკი იქნებოდა, თან ის დაემთხვა ძალიან ცუდ პერიოდს, ზამთრის თვეებს, რაც ნიშნავს, რომ მასთან გამკლავება მთელი ზამთარი მოგვიწევს. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინის შესახებ კარგი სიახლეები გვაქვს, ეს ამ ზამთარში გავლენას ვერ იქონიებს და ამ ზამთარში შეზღუდვები უნდა შენარჩუნდეს“, – განაცხადა მერკელმა.

მსგავსი