ანგელა მერკელი - კორონავირუსი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა
ანგელა მერკელი - კორონავირუსი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა პარლამენტის ქვედა პალატას სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ „კოვიდ-19“ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი გამოწვევაა ადამიანების სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის.

გერმანიის კანცლერმა მოსახლოებას და პარლამენტს მაქსიმალური დისციპლინისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მხოლოდ ასე შეძლებს ქვეყანა ნორმალურ ცხოვრებას მალე დაუბრუნდეს.

„როგორ უნდა შევაჩეროთ ვირუსი, რათა არ მოხდეს ჩვენი ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა უამრავი ადამიანის სიცოცხლის ხარჯზე, გერმანიასა და ევროპაში კიდევ დიდხანს იქნება ცენტრალური კითხვა“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

გამოსვლისას ქვეყნის კანცლერი ასევე შეეხო შეზღუდვების მოხსნის საკითხსაც და განაცხადა, რომ მართალია, მხარს უჭერს ფედერალური მთავრობების გადაწყვეტილებებს, თუმცა მათი განხორციელების ფორმა მერკელისთვის შემაშფოთებელია. გერმანიის კანცლერის თქმით, შეზღუდვების შერბილებაზე მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა, ზედმეტად თამამი იყოს.

„მოდით, არ გავფლანგოთ ის შედეგები, რომლებსაც უკვე მივაღწიეთ და გარისკვით დამატებითი დაბრკოლებები არ შევიქმნათ“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.