ანგელა მერკელი კიბერჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის
ანგელა მერკელი კიბერჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კიბერჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის. როგორც Die Welt-ი წერს, ამის შესახებ ანგელა მერკელმა ბუნდესტაგში თავდაცვით ბიუჯეტზე გამართული დებატების დროს განაცხადა.

ანგელა მერკელის თქმით, გერმანიამ უნდა შექმნას კიბერრაზმები, რადგან ჰიბრიდული ომი რუსეთის სამხედრო დოქტრინის ნაწილია.

„გერმანია ბუნდესვერის გაციფრულებას გეგმავს. ამიტომ სწორი იქნებოდა კიბერჯგუფის შექმნა, ვინაიდან ჰიბრიდული ომი აბსოლუტურად ოფიციალურად რუსეთის სამხედრო დოქტრინის ნაწილია“, – განაცხადა კანცლერმა, რომელმაც გერმანიის სამხედრო ხარჯების გაზრდას მხარი დაუჭირა.

მერკელის თქმით, გაზრდილი სამხედრო ბიუჯეტი აღჭურვილობის შესაძენადაა საჭირო, რაც ბუნდესვერის ძალებს საშუალებას მისცემს, ნატო-ს საერთაშორისო მისიებისა და ნაციონალური თავდაცვის ამოცანები ღირსეულად შეასრულონ.

„რა თქმა უნდა, ჩვენ თავდაცვისთვის მზად უნდა ვიყოთ, სხვაგვარად შანსები არ გვაქვს“, – განაცხადა გერმაიის კანცლერმა.