ანგელა მერკელი ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
ანგელა მერკელი ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. როგორც სააგენტო „როიტერი“ აცხადებს, ანგელა მერკელმა ჯო ბაიდენს უწოდა გამოცდილი ლიდერი, რომელიც გერმანიასა და და ევროპას კარგად იცნობს.

მერკელის თქმთ, აშშ და გერანი ნატოში მოკავშირეები არიან და საერთო ფუნდამენტურ ღირებულებებს, ინტერესებს იზიარებენ. მისივე თქმით, ევროკავშირმა და აშშ-მა გევრდიგვერდ უნდა იმუშაონ კორონავირუსის, გლობალური დათბობის, ტერორიზმის დასაძლევად და თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად. თუმცა ამავე დროს, გერმანიის ლიდერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა მეტი უნდა გააკეთოს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

„ჩვენ გერმანელებმა, ევროპელებმა ვიცით, რომ 21-ე საუკუნეში, ამ თანამშრომლობის ფარგლებში, საკუთარი წილი პასუხისმგბელობა საკუთარ თავზე უნდა ავიღოთ. ამერიკა არის და რჩება ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან მოკავშირედ. თუმცა ის ელოდება ჩვენგან და ეს სწორიცაა, რომ ძალისხმევა უფრო გავაძლიეროთ ჩვენს უსაფრთხოებაზე საზრუნავად და მსოფლიოში ჩვენი შეხედულებების დასაცავად“ , – აღნიშნა გერმანიის ლიდერმა.

ანგელა მერკელმა ასევე განაცხადა, რომ ვიცეპრზიდენტის პოსტზე არჩეული კამალა ჰარისი არის შთაგონება მრავალი ადამიანისთვის. გერმანიის კანცლერის თქმით, ის მოუთმენლად ელოდება ჯო ბაიდენთან და კამალა ჰარისთან თანამშრომლობას.