ანგელა მერკელი ჯაშუშური პროგრამების გაყიდვის შეზღუდვის მოწოდებით გამოდის
ანგელა მერკელი ჯაშუშური პროგრამების გაყიდვის შეზღუდვის მოწოდებით გამოდის

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ჯაშუშური პროგრამების გაყიდვის შეზღუდვის მოწოდებით გამოდის.

ანგელა მერკელმა კომენტარი გააკეთა ისრაელის მიერ წარმოებულ ჯაშუშურ პროგრამა „პეგასუსთან“ დაკავშირებულ საკითხზე და აღნიშნა, რომ აუცილებელია ამ ტიპის პროდუქციის მიყიდვის შეზღუდვა იმ ქვეყნებზე, სადაც ამ თემაზე ზედამხედველობა ნაკლებია.

„მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული სიტუაციებისთვის შექმნილი პროგრამული საშუალებები არასწორ ხელში არ მოხვდეს. ეს პროდუქცია არ უნდა გაიყიდოს იმ ქვეყნებში, სადაც სასამართლო ზედამხედველობა არ არის ხელმისაწვდომი ასეთი თავდასხმების საპასუხოდ“, – აღნიშნა მერკელმა.