ანგელა მერკელი ივლისში ოფიციალური ვიზიტით აშშ-ს ეწვევა
ანგელა მერკელი ივლისში ოფიციალური ვიზიტით აშშ-ს ეწვევა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ივლისში ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა და თეთრ სახლში ჯო ბაიდენს შეხვდება. ინფორმაციას „სიენენი“ თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.

ანგელა მერკელი ამერიკის შეერთებულ შტატებში 15 ივლისს ჩავა და ეს ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში კანცლერის პირველი ვიზიტია ამერიკაში.

თეთრი სახლის ინფორმაციით, შეხვედრის დროს ლიდერები ორმხრივ ურთიერთობებზე, პანდემიაზე, კლიმატის ცვლილებაზე და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებენ.