ანგელა მერკელი - ირანის ბირთვული შეთანხმება იდეალური არ არის, თუმცა მისი შენარჩუნება მნიშვნელოვანია
ანგელა მერკელი - ირანის ბირთვული შეთანხმება იდეალური არ არის, თუმცა მისი შენარჩუნება მნიშვნელოვანია

ირანის ბირთვული შეთანხმება იდეალური არ არის, თუმცა მისი შენარჩუნება მნიშვნელოვანია – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა განაცხადა. ანგელა მერკელის თქმით, რეგიონში ირანის როლსა და თეირანის სარაკეტო პროგრამაზე საერთაშორისო თანამეგობრობის შეშფოთების გამოხატვის საუკეთესო გზა ბირთვული შეთანხმების ფორმატია.

„საკითხი ამგვარად დგას, შეგვიძლია თუ არა უკეთ საუბარი, როდესაც შეთანხმებიდან გადიხარ, თუ როდესაც მასში რჩები. ჩვენ ვამბობთ, რომ შეგვიძლია უკეთ საუბარი, როდესაც შეთანხმებაში ვრჩებით“ – აღნიშნა მერკელმა.

გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ ბირთვულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების საფუძველზე, ირანი შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებს.