ანგელა მერკელი ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერობას ულოცავს - ამ განსაკუთრებული გამოწვევებით აღსავსე დროს გისურვებთ წარმატებებს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე
ანგელა მერკელი ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერობას ულოცავს - ამ განსაკუთრებული გამოწვევებით აღსავსე დროს გისურვებთ წარმატებებს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, როგორც მისალოც წერილშია აღნიშნული, გერმანია მომავალშიც დაუჭერს მხარს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, პროევროპული რეფორმების გატარებას და ასევე ტერიტორიულ მთლიანობას.

„ღრმად პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო, გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრად კვლავ არჩევას. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ძალიან კარგი ორმხრივი ურთიერთობები ქმნის სანდო ჩარჩოს ნდობით აღსავსე თანამშრომლობისათვის ჩვენს მთავრობებს შორის.

გერმანია, რომელიც ინტერესით ადევნებს თვალს აქტუალურ პოლიტიკურ მოლაპარაკებებს თქვენს ქვეყანაში, მომავალშიც დაუჭერს მხარს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, პროევროპული რეფორმების გატარებას და ასევე ტერიტორიულ მთლიანობას.

ამ განსაკუთრებული გამოწვევებით აღსავსე დროს გისურვებთ მუდამ წარმატებებს თქვენს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე“, – აღნიშნულია წერილში.

დატოვე კომენტარი