ანგელა მერკელი გერმანიის მოქალაქეებს სოციალური კონტაქტებისა და მოგზაურობის შემცირებისკენ მოუწოდებს
ანგელა მერკელი გერმანიის მოქალაქეებს სოციალური კონტაქტებისა და მოგზაურობის შემცირებისკენ მოუწოდებს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მოუწოდებს მოქალაქეებს, შეამცირონ სოციალური კონტაქტები და თავი შეიკავონ აუცილებლობის გარეშე მოგზაურობისგან. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

კანცლერის თქმით, თუ გერმანელები შეამცირებენ კონტაქტებს, შესაძლებელი იქნება ამ სერიოზული გამოწვევის გადალახვა, რომელსაც ვირუსი წარმოადგენს.

გერმანიის ხელისუფლება მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ავსტრიის, იტალიისა და შვეიცარიის სამთო-სათხილამურ კურორტებზე გამგზავრებისგან.

მიმდინარე კვირას გერმანიაში კორონავირუსის შემთხვევების დღიურმა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა 10 ათასს. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 10 ათასს აღემატება.