ანგელა მერკელი - გერმანიაში კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობა დრამატულია
ანგელა მერკელი - გერმანიაში კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობა დრამატულია

გერმანიაში კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობა დრამატულია. აღნიშნულის შესახებ კანცლერის მოვალეობის შემსრულებელმა, ანგელა მერკელმა განაცხადა და ვაქცინის დამატებითი დოზის მიღების ტემპის დაჩქარების მოწოდებით გამოვიდა.

„ჯერ კიდევ არ არის გვიანი ვაქცინაციის ჩატარება. ყველა, ვინც იცრება, იცავს საკუთარ თავს და სხვებს. თუ საკმარისი ადამიანი აიცრება, ეს იქნება პანდემიიდან გამოსავალი“, – აღნიშნა მერკელმა.

მერკელის თქმით, საჭიროა „ეროვნული ძალისხმევა“, რათა მოხდეს ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის განაწილება, ვინაიდან ვაქცინების მიერ შეთავაზებულმა „დაცვის ეფექტმა“ იწყო კლება მეორე დოზის მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ.