ანგელა მერკელი - გერმანია მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს დემოკრატიული და სამართლებრივი სტრუქტურების შემდგომ განვითარებას
ანგელა მერკელი - გერმანია მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს დემოკრატიული და სამართლებრივი სტრუქტურების შემდგომ განვითარებას

გერმანია მზად არის, დაუჭიროს მხარი საქართველოს დემოკრატიული და სამართლებრივი სტრუქტურების შემდგომ განვითარებას, – ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ანგელა მერკელის მისალოც ტექსტშია ნათქვამი, რომლითაც გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას ულოცავს.

კანცლერი მერკელი მილოცვაში ხაზს უსვამს ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას და მზადყოფნას გამოთქვამს, მომავალშიც დაუჭიროს მხარი საქართველოს შემდგომი განვითარების პროცესში.

„მიხარია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები მუდმივად ვითარდება. ეს ეხება შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლობას „აღმოსავლეთ პარტნიორობისა“ და ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში, ასევე ჩვენს მრავალფეროვან ორმხრივ ურთიერთობებს. გერმანია მზად არის, დაუჭიროს მხარი საქართველოს დემოკრატიული და სამართლებრივი სტრუქტურების შემდგომ განვითარებას. გისურვებთ წარმატებასა და სიძლიერეს თქვენს საპასუხისმგებლო მისიაში“, – ნათქვამია ანგელა მერკელის მილოცვაში.