ანგელა მერკელი - ეკონომიკური მიზეზების გამო, ქვეყანამ თავს მეორედ ჩაკეტვის უფლება ვერ მისცა
ანგელა მერკელი - ეკონომიკური მიზეზების გამო, ქვეყანამ თავს მეორედ ჩაკეტვის უფლება ვერ მისცა

გერმანია კორონავირუსის პანდემიის სერიოზულ ფაზაშია და ინფიცირებულთა რაოდენობა სწრაფად იზრდება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა.

გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყანა სერიოზული გამოწვევის წინაშეა და ხელისუფლების მიზანია შეძლოს კონტაქტების დადგენა.

„ჩვენ უკვე ვართ სწრაფი ზრდის ფაზაში, რაც ყოველდღიური მონაცემების საფუძველზე ჩანს“, – თქვა მერკელმა გერმანიის ფედერალური მიწების ხელმძღვანელებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე.

გერმანიის კანცლერის განცხადებით, ეკონომიკური მიზეზების გამო, ქვეყანამ თავს მეორედ ჩაკეტვის უფლება ვერ მისცა.

ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად, გერმანიაში კორონავირუსის ახალმა შემთხვევებმა ზრდა დაიწყო. მაშინ, როდესაც ზაფხულში რამდენიმე ასეული შემთხვევა იყო, ოქტომბერში ყოველდღიურად რამდენიმე ათასი ახალი შემთხვევა ვლინდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 7 334 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 24 პაციენტი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში გამოვლენილია დაინფიცირების 348 557 შემთხვევა. ლეტალურ შემთხვევეათა რიცხვი 9 734-ს აღწევს.