ანგელა მერკელი ფიქრობს, რომ თურქეთი ევროკავშირში არ გაწევრიანდება
ანგელა მერკელი ფიქრობს, რომ თურქეთი ევროკავშირში არ გაწევრიანდება

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი ფიქრობს, რომ თურქეთი ევროკავშირში არ გაწევრიანდება. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელმა, ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ანგელა მერკელმა თურქეთში მყოფ სირიელ ლტოლვილებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დიდი რაოდენობის სირიელების მასპინძლობით, ანკარამ შესანიშნავი საქმე გააკეთა.

გერმანიის კანცლერმა იმედი გამოთქვა, რომ ლტოლვილების ხელშეკრულების ფარგლებში ევროკავშირს და თურქეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობას იხილავს, რაც ყველასთვის კარგი იქნება.