ანგელა მერკელი - ევროკომისიის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით, ვერანაირ სურვილს ვერ დავადასტურებ
ანგელა მერკელი - ევროკომისიის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით, ვერანაირ სურვილს ვერ დავადასტურებ

ევროკომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის შესახებ, საკადრო გადაწყვეტილება საერთაშორისო პოლიტიკის თემაა და ამ შემთხვევაში ვერანაირ სურვილს ვერ დავადასტურებ,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, გერმანელი ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

ტომსონ როიტერსის“ გერმანიის ბიუროს ჟურნალისტმა ანგელა მერკელს ჰკითხა, ადასტურებს, თუ არა, რომ ევროკომისიის თავმჯდომარედ მას გერმანელი კანდიდატის წარდგენა უნდა.

„დისკუსია საკადრო გადაწყვეტილებებზე ეხებოდა ევროპარლამენტის არჩევნების კონტექსტში მისაღებ გადაწყვეტილებას, რომელიც 7 სექტემბერს უნდა იქნას მიღებული. განაცხადის შემოტანამდე, მათ შორის ევროპის სახალხო პარტიის კანდიდატებისთვის, სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი. მე ამ შემთხვევაში ვერანაირ სურვილს ვერ დავადასტურებ, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, ვნახოთ როგორ განვითარდება გერმანული პოზიცია“,-განუცხადა ანგელა მერკელმა.