ანგელა მერკელი - ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმეტესობა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გაგრძელების მომხრეა
ანგელა მერკელი - ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმეტესობა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გაგრძელების მომხრეა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმეტესობა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გაგრძელების მომხრეა.

ამის შესახებ განცხადება ანგელა მერკელმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვლადიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს გააკეთა.

მერკელმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მხოლოდ იმ შემთხვევაში შერბილდება, თუ მინსკის შეთანხმების რეალიზება მოხდება.

20 ივნისს ევროკავშირის ლიდერები სამიტზე შეიკრიბებიან, სადაც რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გაგრძელების საკითხზე იმსჯელებენ.