ანგელა მერკელი - ევროკავშირის რეფორმირების პროცესი ბალკანეთზე გაფართოებას არ შეაფერხებს
ანგელა მერკელი - ევროკავშირის რეფორმირების პროცესი ბალკანეთზე გაფართოებას არ შეაფერხებს

ევროკავშირის რეფორმირების პროცესი ბალკანეთზე გაფართოებას არ შეაფერხებს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა პოლონეთში სტუმრობისას განაცხადა.

ანგელა მერკელის თქმით, იზიარებს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პოზიციას, რომ ევროკავშირის სამუშაო მექანიზმები გაუმჯობესებას საჭიროებს, თუმცა ევროკავშირში მიღება ხანგრძლივი პროცესია და თანამშრომლობის ტიპების მოსაფიქრებლად ბრიუსელს ბევრი დრო აქვს.

გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის სამუშაო პროცესი ზეწოლას არ ეფუძნება და გადაწყვეტილებას სუვერენული სახელმწიფოები თავად იღებენ.

პოლონეთის ქალაქ პოზნანში ევროკავშირის და ბალკანეთის სახელმწიფოების ლიდერების სამიტი გაიმართა.