ანგელა მერკელი - ეს იქნება შობა კორონავირუსის პირობებში, მაგრამ თქვენ მარტო არ იქნებით
ანგელა მერკელი - ეს იქნება შობა კორონავირუსის პირობებში, მაგრამ თქვენ მარტო არ იქნებით

გერმანიის კანცლერი მოსახლეობას ჰპირდება, რომ შობას მარტო არ დარჩებიან და ოჯახის წევრებს ერთმანეთის მონახულების საშუალება ექნებათ, თუმცა წელს ახალი წლის დღესასწაული ქვეყანაში ტრადიციული წვეულებებით ვერ აღინიშნება.

„ეს იქნება შობა კორონავირუსის პირობებში, მაგრამ არა მარტოსული შობა“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

კანცლერმა განაცხადა, რომ კარანტინის დაწესება გერმანიის ჯანდაცვის სისტემის დასაცავად აუცილებელი იყო.

ანგელა მერკელის თქმით, ბოლო 10 დღის განმავლობაში, გერმანიის საავადმყოფოების ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში პაციენტების რაოდენობა გაორმაგდა.

„გვირაბის ბოლოს სინათლე ჯერ ჯიდევ ძალიან შორს არის“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

გერმანიაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 545 027 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 10 530 ადამიანი.