ანგელა მერკელი - ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს
ანგელა მერკელი - ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს

უკრაინის პარტნიორები ძალისხმევას არ დაიშურებენ, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი აღადგინონ. ეს განცხადება გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ახენში, პეტრო პოროშენკოსთან და ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„ვიცით, რომ საერთაშორისო კონფლიქტების მოსაგვარებლად, ხშირ შემთხვევაში დრო არის საჭირო, თუმცა სამომავლოდაც ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რომ უზრუნველვყოთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერინტეტი“,- განაცხადა მერკელმა.

შეგახსენებთ, დღეს ახენში ერთმანეთს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი შეხვდნენ. საუბრის მთავარი თემა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში არსებული მდგომარეობა იყო.