ანგელა მერკელი - ძალიან რთულია რუსეთთან ურთიერთობის დალაგება, ეს გახსნილად უნდა ვთქვათ
ანგელა მერკელი - ძალიან რთულია რუსეთთან ურთიერთობის დალაგება, ეს გახსნილად უნდა ვთქვათ

ძალიან რთულია რუსეთთან ურთიერთობის დალაგება, ეს გახსნილად უნდა ვთქვათ, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა თსუ-ში, სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც ანგელა მერკელმა აღნიშნა, გერმანიის ურყევი მიზანია, საქართველო ახლოს იყოს ევროპასთან.

„ჩვენ ვხედავთ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ რაც ხდება. გერმანიის საგარეო პოლიტიკა აღმოსავლეთ პარტნიორობაზე ორიენტირებული პოლიტიკაა და კვლავინდებურად იქნება პერსპექტივაზე ორიენტირებული და ის, რომ თქვენ კვლავინდებურად ახლოს იყოთ ევროპასთან, ეს არის ჩვენი ურყევი მიზანი“, – აღნიშნა ანგელა მერკელმა.