ანგელა მერკელი საქსონიაში მომხდარ ინციდენტზე - ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ თავისუფალი საქმიანობის საშუალება
ანგელა მერკელი საქსონიაში მომხდარ ინციდენტზე - ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ თავისუფალი საქმიანობის საშუალება

პრესისა და სიტყვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების წინაპირობაა, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, გერმანელი ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

Rheinische Post-ის ჟურნალისტმა ანგელა მერკელს კითხვა დაუსვა საქსონიაში მომხდარ შემთხვევაზე, სადაც ზაქსენის პოლიციის თანამშრომელმა ტელევიზიის გუნდს აქციაზე გადაღების საშუალება არ მისცა. მერკელმა ფაქტი გააკრიტიკა და მედიის თავისუფლებასა და შეუზღუდაობას ხაზი გაუსვა.

„მე ამ ღონისძიებაზე არ ვყოფილვარ,  დრეზდენში ვიყავი. დემონსტრაცია ჩემს ვიზიტს მართლაც უკავშირდებოდა, მაგრამ ეს იყო პარალელურად მიმდინარე ულტრამემარჯვენე, რადიკალური დემონსტრაცია. ბუნებრივია, მასმედიამ აიტაცა ეს თემა.  ცხადია, ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ თავისუფალი საქმიანობის საშუალება. პრესისა და სიტყვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების წინაპირობაა“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.