ანგელა მერკელი და ემანუელ მაკრონი ფრანკო-გერმანული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ახალ შეთანხმებას გააფორმებენ
ანგელა მერკელი და ემანუელ მაკრონი ფრანკო-გერმანული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ახალ შეთანხმებას გააფორმებენ

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ისტორიულ ქალაქ აახენში ფრანკო-გერმანული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ახალ შეთანხმებას გააფორმებენ.

ახალი შეთანხმება 1963 წლის ელისეს ხელშეკრულებას დაეფუძნება, რომელმაც საფრანგეთისა და გერმანიის ისტორიულ შერიგებაში დიდი წვლილი შეიტანა.

შეთანხმების პროექტის მიხედვით, საფრანგეთი და გერმანია თანხმდებიან, ერთიანი პოზიცია შეიმუშაონ და ერთობლივი განცხადებები გაავრცელონ ევროკავშირის მნიშვნელოვან საკითხებზე. ორი ქვეყანა ასევე ერთობლივად იმოქმედებს გაერო-ში.

შეთანხმება მოიცავს ეკონომიკას, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, განათლებას, კულტურას, ტექნოლოგიებს, კლიმატს და სასაზღვრო ზონაში თანამშრომლობის გაძლიერებას.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკეში ნათქვამია, რომ ახალი შეთანხმების მიზანი ორი სახელმწიფოს დაახლოება და 21-ე საუკუნის გამოწვევების მიმართ მზადყოფნის გაძლიერებაა.