ანგელა მერკელი და ბორის ჯონსონი უახლოეს მომავალში ერთმანეთს შეხვდებიან
ანგელა მერკელი და ბორის ჯონსონი უახლოეს მომავალში ერთმანეთს შეხვდებიან

ანგელა მერკელი და ბორის ჯონსონი უახლოეს მომავალში ერთმანეთს შეხვდებიან. ამის შესახებ „როიტერი“ გერმანიის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

გერმანიის კანცლერისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დეტალები ჯერ არ გასაჯაროებულა, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ლიდერების განხილვის თემა ბრექსიტი იქნება.

დიდ ბრიტანეთს ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს, ფორმალური განცხადებიდან ორი წლის შემდეგ უნდა დაეტოვებინა. თუმცა გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებმა ევროკავშირსა და დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ, ტერეზა მეის მთავრობას შორის მიღწეული პროექტი სამჯერ უარყვეს. საბოლოო ჯამში ბრიუსელი ბრექსიტის თარიღის გადავადებას დათანხმდა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ტერეზა მეი კი იძულებული გახდა პოსტი დაეტოვებინა. აღნიშული თანამდებობა კი ბორის ჯონსონმა დაიკავა.