ანგელა მერკელი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს
ანგელა მერკელი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს.

ამის შესახებ განცხადება გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, შტეფან ზაიბერტმა გააკეთა.

მისი თქმით, მერკელი ეთანხმება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაიკო მაასის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც მან რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავლანის მოწამვლის გამო რუსული გაზსადენის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობა დაუშვა.

თავის განცხადებაში გერმანელმა დიპლომატმა ისიც აღიარა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის გაყვანის შეჩერება ზიანს მიაყენებს როგორც გერმანულ, ისე ევროპულ კომპანიებსაც.

შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს მოიწამლა. ის 22 აგვისტოს ახლობლების მოთხოვნით ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. ის უკვე 20 დღეა ხელოვნურ კომაშია. გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ლაბორატორიამ დაადასტურა, რომ ნავალნი ნერვულ აგენტ „ნოვიჩოკის“ ტიპის შხამით მოწამლეს. რუსეთი ოპოზიციონერის მოწამვლასთან კავშირს უარყოფს.

დატოვე კომენტარი