ანგელა მერკელი - ჩემი საქართველოში ვიზიტის დროს დაახლოებით 199 მლნ ევროს ღირებულების ორ ხელშეკრულებას მოეწერება ხელი
ანგელა მერკელი - ჩემი საქართველოში ვიზიტის დროს დაახლოებით 199 მლნ ევროს ღირებულების ორ ხელშეკრულებას მოეწერება ხელი

ჩემი საქართველოში ვიზიტის დროს დაახლოებით 199 მილიონი ევროს ღირებულების ორ ხელშეკრულებას მოეწერება ხელი, – ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩემი საქართველოში ვიზიტის დროს დაახლოებით 199 მილიონი ევროს ღირებულების ორ ხელშეკრულებას მოეწერება ხელი. მაგალითად, ფული გამოიყოფა გაზის საცავზე, წყლის მომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემებისთვის. ამასთან, ევროკავშირთან საქართველოს აქვს ძალიან კარგი ურთიერთობა. ჩვენ დიდი წვლილი შევიტანეთ საქართველოსთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაში“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.