ანგელა მერკელი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
ანგელა მერკელი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

გერმანიის კანცლერი იმედოვნებს, რომ ბრიტანეთიდან ჩრდილოეთ ირლანდიაში გარკვეული პროდუქტების გადატანისთვის საშეღავათო პერიოდის სამი თვით გადავადება პრობლემის მდგრად გადაწყვეტას უზრუნველყოფს. ანგელა მერკელი ბრიტანეთს გერმანიის მთავრობის მეთაურის რანგში ბოლო ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, ბორის ჯონსონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ბრიტანელებს, რომლებსაც „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ორი აცრა ექნებათ გაკეთებული, გერმანიაში გამგზავრება კარანტინის გავლის გარეშე შეეძლებათ.

კითხვაზე, მიიწვევენ თუ არა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ევროკავშირის სამიტებზე „ბრექსიტით“ დაზიანებული ურთიერთობების აღსადგენად, მერკელმა სიფრთხილით უპასუხა და თქვა, რომ ყველაფერი ეტაპობრივად უნდა მოხდეს. მერკელის თქმით, დაუყოვნებლივი პრიორიტეტი იყო ჩრდილოეთ ირლანდიის სტატუსთან დაკავშირებული დავის მდგრადი გადაწყვეტის მოძებნა, ევროკავშირის ერთიან ბაზართან და ირლანდიასთან მიმართებაში.

პრემიერ-მინისტრის შემდეგ, გერმანიის კანცლერი ბრიტანეთის დედოფალს, ელიზაბეთს შეხვდა.

დატოვე კომენტარი