ანგელა მერკელი აცხადებს, რომ შესაძლოა, ევროპაში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა მოხმარებისთვის დეკემბერში დამტკიცდეს
ანგელა მერკელი აცხადებს, რომ შესაძლოა, ევროპაში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა მოხმარებისთვის დეკემბერში დამტკიცდეს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ შესაძლოა, ევროპაში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა მოხმარებისთვის დეკემბერში დამტკიცდეს.

ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ჟურნალისტებს ევროკავშირის ლიდერების ვირტუალური შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

„უნდა აღვნიშნო, რომ ვაქცინის შესახებ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გავრცელებული სიახლეები ძალიან დადებითია და ვფიქრობთ, დეკემბერში ან შემდეგი წლის დასაწყისში უკვე მოხმარებისთვის დამტკიცებული ვაქცინა გვექნება, და შემდეგ, რა თქმა უნდა, ვაქცინაციებიც დაიწყება“, – განაცხადა მერკელმა.

გერმანიის კანლცერმა ასევე განაცხადა, რომ ევროპის მასშტაბით ვაქცინების გადანაწილების გეგმა დაახლოებით ერთნაირია, ქვეყნებში ჯერ სამედიცინო პერსონალს, შემდეგ კი რისკ ჯგუფების წარმომადგენლებს გაუკეთებენ ვაქცინას.