ანგელა მერკელი აცხადებს, რომ ნატო ახლაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ცივი ომის დროს
ანგელა მერკელი აცხადებს, რომ ნატო ახლაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ცივი ომის დროს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ახლაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ცივი ომის დროს და ალიანსის შენარჩუნება აუცილებელია. ეს განცხადება მერკელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.

„ევროპას ამ ეტაპზე დამოუკიდებლად თავის დაცვა არ შეუძლია და ჩვენ სწორედ ამ ტრანსატლანტიკურ ალიანსს ვეყრდნობით“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

გერმანიის კანცლერმა ნატო-ში თურქეთის წევრობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ თურქეთი უნდა დარჩეს ალიანსში, რადგან მის წევრობას გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.