ანგელა მერკელი აცხადებს, რომ 2030 წელს გერმანიაში ელექტრომობილების დამუხტვის მილიონი სადგური გაიხსნება

16:45, 03.11.2019

2030 წელს გერმანიაში ელექტრომობილების დამუხტვის მილიონი სადგური გაიხსნება, – ეს განცხადება ქვეყნის კანცლერმა, ანგელა მერკელმა გააკეთა.

მანამდე კანცლერი ავტოინდუსტრიის განვითარებასთან დაკავშირებით რამდენიმე ექსპერტს შეხვდა და მათთან გამართა მოლაპარაკება.

ანგელა მერკელის თქმით, ამ შეხვედრაზე სამი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, მათ შორის ერთ-ერთი კი ელექტრომობილების საკითხი იყო. როგორც მერკელმა აღნიშნა, გერმანიის მთავრობა ელექტრომობილებისთვის უკეთესი ინფრასტრუქტურის შექმნაზე იზრუნებს.

მსგავსი