ანგელა მერკელი 6 ოქტომბერს ბერლინში სვეტლანა ციხანოვსკაიას შეხვდება
ანგელა მერკელი 6 ოქტომბერს ბერლინში სვეტლანა ციხანოვსკაიას შეხვდება

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი 6 ოქტომბერს ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს, სვეტლანა ციხანოვსკაიას ბერლინში შეხვდება. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

კანცლერის პრესმდივნის, ულრიკე დემერის თქმით, საუბრის მთავარი თემა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში არსებული მდგომარეობა იქნება.

გერმანიის კანცლერი ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

რამდენიმე დღის წინ სვეტლანა ციხანოვსკაია ვილნიუსში, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა.
ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს ჩატარდა. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებში გამარჯვება ალექსანდრ ლუკაშენკომ მოიპოვა. ოპოზიცია შედეგებს არ აღიარებს და საპროტესტო აქციებს მართავს.