ანგელა მერკელი 20 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით რუსეთს ეწვევა
ანგელა მერკელი 20 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით რუსეთს ეწვევა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი 20 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით რუსეთს ეწვევა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ვიზიტის შესახებ დამატებითი დეტალები მომდევნო კვირიდან გახდება ცნობილი.

22 აგვისტოს კი, გერმანიის კანცლერი ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩადის, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შეხვდება.