ანგელა მერკელი 2 ივლისს დიდ ბრიტანეთს ეწვევა
ანგელა მერკელი 2 ივლისს დიდ ბრიტანეთს ეწვევა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი 2 ივლისს დიდ ბრიტანეთს ეწვევა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ დაუნინგ სთრითზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ეს კარგი შესაძლებლობაა არაერთი მნიშვნელოვანი საკითხის განსახილველად. ამ საკითხებს შორის იქნება ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავება. ასევე, ლიდერების საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა კორონავირუსის პანდემია და მასთან ბრძოლის გზები იქნება“, – განაცხადეს ბრიტანეთის პრემიერის ადმინისტრაციაში.