ანგელ დზამბაცკი - საქართველოსა და აზერბაიჯანში არის პროექტები, რომლებიც უნდა განხორციელდეს ევროკავშირის დახმარებით, მაგალითად, ინფრასტრუქტურული პროექტები
ანგელ დზამბაცკი - საქართველოსა და აზერბაიჯანში არის პროექტები, რომლებიც უნდა განხორციელდეს ევროკავშირის დახმარებით, მაგალითად, ინფრასტრუქტურული პროექტები

„აღმოსავლეთ პარტნიორებთან“ თანამშრომლობის წარმატებისთვის ის უნდა იყოს შედეგებზე ორიენტირებული, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ბულგარეთიდან, ევროპარლამენტში „ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმისტთა ჯგუფის“ წევრმა, ანგელ დზამბაცკიმ ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა.

„როდესაც ვსაუბრობ ისეთ ქვეყნებზე, როგორებიცაა აზერბაიჯანი, საქართველო, იქ არის პროექტები, რომლებიც უნდა განხორციელდეს ევროკავშირის დახმარებით, მაგალითად, ინფრასტრუქტურული პროექტები. ინფრასტრუქტურის განვითარება დაეხმარება პორტების განვითარებას, დაეხმარება ამ ქვეყნებს იყვნენ ახლოს. ეს იქნება ძალისხმევა, რომელსაც მოჰყვება რეალური შედეგები. ის არ დარჩება ცარიელი საუბრების ეტაპზე. წინა მანდატის განმავლობაში ჩვენ ბევრი საუბარი მოვისმინეთ, თუმცა ლაპარაკი არ მუშაობს, ჩვენ უნდა ვიყოთ ფოკუსირებულები რეალურ, ხელშესახებ შედეგებზე“, – განაცხადა ანგელ დზამბაცკიმ.