ანექსირებული ყირიმის ე.წ. გუბერნატორი – ყირიმის რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

15:41, 26.06.2026

ყირიმის რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, – ამის შესახებ ყირიმის ე.წ. გუბერნატორმა, სერგეი აქსიონოვმა განაცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება მიღებულია „სევასტოპოლის გუბერნატორ მიხაილ ვლადიმერთან კონსულტაციით“.

სერგეი აქსიონოვის თქმით, საგანგებო მდგომარეობა, პირველ რიგში, ეკონომიკური საკითხების მოსაწესრიგებლად იქნა მიღებული.

„13:00-დან, ყირიმის რესპუბლიკაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება. ეს გადაწყვეტილება მიღებულია სევასტოპოლის გუბერნატორთან, მიხაილ რაზვოჟაევთან კონსულტაციით. ვმოქმედებთ ერთობლივად და სინქრონულად. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ფინანსური, საკრედიტო, სახელშეკრულებო და სხვა ურთიერთობების მოსაწესრიგებლად. ზიანის ანაზღაურების პროცედურებიც გამარტივდება. ამიტომ, გთხოვთ ყველას, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და დაეყრდენით მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაციის წყაროებს“, – განაცხადა ანექსირებული ყირიმის ე.წ. გუბერნატორმა.

მსგავსი