ანელკა ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი ნახევარფინალის მონაწილე ყველა გუნდში თამაშობდა #1TVSPORT
ანელკა ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი ნახევარფინალის მონაწილე ყველა გუნდში თამაშობდა #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში „მანჩესტერ სიტი“ პსჟ-ს მასპინძლობს და პირველ ტაიმში (1:0) იგებს. 

პირველი შეხვედრაც გვარდიოლას შეგირდების სასარგებლოდ, 2:1 დასრულდა. ლოგიკური პროგნოზების მიუხედავად, რა თქმა უნდა, ბოლომდე გაურკვეველია, რომელი გუნდი მოიპოვებს ფინალში თამაშის უფლებს.

ევროპულ პრესაში კი საინტერესო, უცნაური და სახალისო სტატისტიკა აღმოაჩინეს – საფრანგეთის ნაკრების ყოფილი წევრი ნიკოლა ანელკა მიმდინარე სეზონში, (რა თქმა უნდა, სხვადასხვა დროს), ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის მონაწილე ყველა გუნდში თამაშობდა.