ჩემპიონთა ლიგა. 1/2 ფინალი. პსჟ-მანჩესტერ სიტი 1:2 - ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა. 1/2 ფინალი. პსჟ-მანჩესტერ სიტი 1:2 - ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* მარკინიოსი მხოლოდ მესამე ფეხბურთელია ისტორიაში, ვინც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორ სეზონში შეძლო გოლების გატანა მეოთხედფინალურ და ნახევარფინალურ მატჩებში. მანამდე ეს შეძლეს კრიშტიანო რონალდომ და ანტუან გრიზმანმა.

* მარკინიოსმა ბოლო შვიდი გოლიდან ხუთი ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა.

* კევინ დე ბრუინი მეოთხე ფეხბურთელია, ვინც „პარი სენ-ჟერმენს“ ზედიზედ სამ მატჩში გაუტანა. უფრო ადრე ეს მოახერხეს ლიონელ მესიმ, მარკუს რეშფორდმა და ნეიმარმა.

* დე ბრუინს ჩემპიონთა ლიგაზე 10 გოლი აქვს. აქედან შვიდი პლეი ოფში გაიტანა.

* იდრისა გეიე პირველი ფეხბურთელია ალვარო არბელოას (2012-13) შემდეგ, ვინც ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში ორჯერ გააძევეს.

* „მანჩესტერ სიტის“ 18 გასვლითი ოფიციალური მატჩიდან 17 აქვს მოგებული.

* გუნდებმა 11-11 დარტყმა შეასრულეს. პსჟ-ს ოთხი ზუსტი დარტყმა ჰქონდა, „სიტის“ – ექვსი.

* ჩემპიონთა თასის/ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ინგლისური კლუბები 47 შემთხვევიდან 47-ჯერ გავიდნენ შემდეგ ეტაპზე, როცა ორრაუნდიანი დაპირისპირების პირველი მატჩი მოიგეს სტუმრად.

 

პსჟ-მანჩესტერ სიტი     1:2

გოლები: 1:0 მარკინიოსი (15), 1:1 დე ბრუინი (64), 1:2 მაჰრეზი (71)

პსჟ (4-2-3-1): ნავასი – ფლორენცი, მარკინიოსი, კიმპემბე, ბაკერი – გეიე, პარედესი (83> ანდერ ერერა) – დი მარია (80. დანილო), ვერატი, ნეიმარი – მბაპე.

სიტი (4-3-3): ედერსონი – უოკერი, სტოუნზი, რუბენ დიაში, ჟოაო კანსელო (61. ზინჩენკო) – გიუნდოგანი, როდრი, დე ბრუინი – მაჰრეზი, ბერნარდო სილვა, ფოდენი.

გაძევება: გეიე (77. პსჟ)

დატოვე კომენტარი