ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი, რომელიც მერკელის შემცვლელად განიხილებოდა, მომავალი წლის არჩევნებში კანცლერობისთვის არ იბრძოლებს
ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი, რომელიც მერკელის შემცვლელად განიხილებოდა, მომავალი წლის არჩევნებში კანცლერობისთვის არ იბრძოლებს

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის პარტია „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერი ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი მომავალი წლის ფედერალურ არჩევნებში კანცლერობისთვის არ იბრძოლებს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ინფორმაციას პარტიის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

კრამპ-კარენბაუერი ანგელა მერკელის შემცვლელად განიხილავდნენ.

როგორც მედიასაშუალებას ანონიმურმა წყარომ განუცხადა, ანგელა მერკელს სურს, რომ კრამპ-კარენბაუერი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დარჩეს.

როგორც გერმანული მედია წერს, კრამპ-კარენბაუერმა უკვე განუცხადა თანაპარტილებს, რომ „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებას აპირებს.

დატოვე კომენტარი