ანდროიდ მოწყობილობებისთვის თამაში Harry Potter: Hogwarts Mystery გამოვა
ანდროიდ მოწყობილობებისთვის თამაში Harry Potter: Hogwarts Mystery გამოვა

ანდროიდ მოწყობილობებისთვის ​მობილური თამაში Harry Potter: Hogwarts Mystery გამოვა. ინფორმაციას ამის შესახებ  The Guardian ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თითოეულ მოთამაშეს თავად შეუძლია, განავითაროს პერსონაჟის ისტორია და გადალახოს სხვადასხვა სახის სირთულე.

ეს იქნება პირველი თამაში, რომელსაც Warner Bro ახალი ლეიბლით, Portkay Games გამოუშვებს. თამაშის შექმნაზე კომპანია Jam City მუშაობს.