ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ ცხრა დემონსტრანტის პროცესზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი დაიკითხა
ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ ცხრა დემონსტრანტის პროცესზე ბრალდების ერთი მოწმე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი დავით ზეგარდელი დაიკითხა.
დავით ზეგარდელმა განაცხადა, რომ პარლამენტთან აქციაზე თავში ქვა მოხვდა და დაზიანება მიიღო.
მისივე თქმით, არ დაუნახავს, ქვა ვინ ესროლა.
„აქციის მონაწილეები ისროდნენ ქვებს, პიროტექნიკას, ლაზერებს ანათებდნენ. რამდენიმე ქვა მოხვდა ჩემს ფარს, თავში დაზიანება მივიღე და სამედიცინო ბრიგადამ დახმარება აღმომიჩინა. პარლამენტთან მისვლიდან ნახევარ საათში მივიღე დაზიანება. ამ პირებს არ ვიცნობ, მაგრამ ვისაც დაუდასტურდება დანაშაული, პასუხი უნდა აგოს“, – განაცხადა დავით ზეგარდელმა.
ბრალდებულმა ირაკლი ქერაშვილმა პროცესის გაჭიანურებაზე გააკეთა განცხადება.
მისი თქმით, ბრალდება ერთ ან ორ მოწმეს კითხავს და დროის ნაყოფიერად გამოყენება ვერ ხდება.
პროცესი 24 ივლისს განახლდება.