ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ცხრა დემონსტრანტის პროცესზე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, ასევე საგანგებო სიტუაციების თანამშრომლები დაიკითხნენ
ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ცხრა დემონსტრანტის პროცესზე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, ასევე საგანგებო სიტუაციების თანამშრომლები დაიკითხნენ

ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ცხრა დემონსტრანტის პროცესზე ბრალდების ორი მოწმე –  შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი და საგანგებო სიტუაციების თანამშრომელი დაიკითხნენ, რომლებმაც რუსთაველზე აქციებისას მიღებულ დაზიანებებზე ისაუბრეს.

როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომელმა განაცხადა, 2 დეკემბერს პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე იმყოფებოდა და ვერ დაინახა, ქვა ვინ ესროლა, თუმცა აღნიშნა, რომ პრეტენზია აქვს 11-ვე ბრალდებულთან.

ადვოკატები დაინტერესდნენ, რომ მას ცეცხლაძის და მასთან ერთად ბტალდებული შვიდი დემონსტრანტის საქმეშიც აქვს დაზარალებულის სტატუსი და ერთი ქვა რამდენმა დემონსტრანტმა ესროლა, ან თუ 2 დეკემბერს დაშავდა, რატომ ჰქონდა პრეტენზია იმ ბრალდებულებთან, რომლებიც 2 დეკემბერს აქციაზე არ იმყოფებოდნენ?

რაზეც მოწმემ განუცხადა, რომ თავისი კოლეგების დაშავებასთან დაკავშირებითაც აქვს პრეტენზიები და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ყველა პირი უნდა დაისაჯოს.

დღესვე ანდრო ჭიჭინაძე და ონისე ცხადაძე ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ ეს არის უდანაშაულიბის პრეზუმფციის დარღვევა და მოსამართლისთვის მითითება, რომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს.

შემდეგი პროცესი 29 ივლისს ჩაინიშნა.