ანდრიუს კუბილიუსი – ვულოცავ საქართველოს პარტიებს და განსაკუთრებით მმართველ პარტიას შეთანხმების მიღწევას
ვულოცავ საქართველოს პარტიებს და განსაკუთრებით მმართველ პარტიას შეთანხმების მიღწევას. ამის შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი წერს.
„ვულოცავ საქართველოს პარტიებს, და განსაკუთრებით მმართველ პარტიას შეთანხმების მიღწევას პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. დეპოლიტიზაციას, მართლმსაჯულების პროცესის დამოუკიდბელობას. ეს პოლიტიკური დიალოგის სიმწიფეზე მეტყველებს. ყურადღებით მივადევნებთ თვალს შეთანხმების რეალიზაციას“, – წერს კუბილიუსი.
გუშინ, 8 მარტს მმართველი გუნდი და ოპოზიცია 2020 წლის არჩევნებისთვის 120/30-ის მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40 პროცენტიან ბარიერზე შეთანხმდნენ. საქართველოში აშშ-ის საელჩომ შეთანხმების ტექსტიც გაავრცელა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება.
Congratulations to #Georgia parties and especially the ruling @GeorgianDream for reaching the agreement on proportional electoral system, depolitisation and independence of judicial process. This demonstrates maturity of political dialogue. Will follow closely implementation. pic.twitter.com/e7rW21jEzR
— Andrius Kubilius (@KubiliusA) March 9, 2020