ანდრიუს კუბილიუსი – სასამართლოს პოლიტიზება გრძელდება, გიორგი რურუას პატიმრობა მიუსაჯეს, დაიცავს საქართველოს პრეზიდენტი 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთებას?
ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი გიორგი რურუას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.
კუბილიუსი მიიჩნევს, რომ სასამართლოს პოლიტიზება გრძელდება.
„სახელმწიფო მდივანმა, სასამართლო სისტემის და საარჩევნო პროცესების პოლიტიზირების შესახებ გაფრთხილება გაავრცელა, თუმცა სასამართლოს პოლიტიზირება გრძელდება, ოპოზიციური სატელევიზიო არხის ინვესტორს გ. რურუას პატიმრობა მიუსაჯეს. ჩაერევა საქართველოს პრეზიდენტი და დაიცავს 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთებას?“, – წერს კუბილიუსი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.
თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
@SecPompeo cautioned agst. politicization of judicial and electoral processes. But politicization of justice continues: G.Rurua, investor into opposition TV channel, was sentenced today. Will Georgian President step in & defend the spirit of 8/3 Agreement?https://t.co/W97PGq9LSH
— Andrius Kubilius (@KubiliusA) July 30, 2020