ანდრიუს კუბილიუსი - საქართველო არის ქვეყნა, რომელიც, თუ ყველაფერი კარგად წავა, იქნება კარგი მაგალითი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის
ანდრიუს კუბილიუსი - საქართველო არის ქვეყნა, რომელიც, თუ ყველაფერი კარგად წავა, იქნება კარგი მაგალითი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის

საქართველო არის ქვეყნა, რომელიც თუ ყველაფერი კარგად წავა, იქნება კარგი მაგალითი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, მაგრამ მთავრი გამოწვევა არის თავისუფალ და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, – ამის შესახებ ლიეტუველი ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშის განხილვისას განაცხადა.

„ვფიქრობ, შეგვიძლია, შესწორებების შეტანა, საქართველოში განვითარებულ ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც პოზიტიური გზით ვითარდება. მინდა, შევაქო საქართველოს პრეზიდენტი, მის მიერ გადადგმული ბოლო ნაბიჯების გამო, რომელიც ნამდვილად იძლევა 8 მარტის შეთანხმების სრულად განხორციელების პერსპექტივას. ასევე მინდა, აღვნიშნო ფასილიტატორების, მათ შორის ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის როლი. ვფიქრობ, ევროკავშირს შეუძლია, დაეხმაროს მსგავსი პოლიტიკური კრიზისების მქონე ქვეყნებს, როგორ გადაწყვიტონ ეს კრიზისები. საქართველო არის ქვეყნა, რომელიც თუ ყველაფერი კარგად წავა, იქნება კარგი მაგალითი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, მაგრამ მთავრი გამოწვევა არის თავისუფალ და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი გამოწვევაა პოსტსაბჭოთა ტრადიციების გათვალისწინებით მთელ რეგიონში. მოვუწოდებ, ევროკავშირის ელჩს გადახედონ შესაძლებლობას, რომ იქნება გავზარდოთ წარმომადგენლობა, რომ დავეხმაროთ ქვეყანას უპასუხოს ამ გამოწვევას სათანადოდ“, – განაცხადა კუბილიუსმა.